თქვენ მიერ ფონდში გადარიცხული თანხა

77,880.87 ლარი

პროექტის შესახებფონდის შესახებ

თქვენ მიერ ფონდში გადარიცხული თანხა

77,880.87 ლარი

პროექტის შესახებფონდის შესახებ

#გავერთიანდეთ

კომპანია გალფი უპრეცედენტო და მასშტაბურ კამპანიას გთავაზობთ! Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოხმარდება.

საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია საწვავის შეძენის დროს გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. თუ ჯერ არ ხარ კლუბის წევრი, შეუკვეთე ბარათი ონლაინ: https://goo.gl/EkyzXP

კამპანია გაგრძელდება 15 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

გავერთიანდეთ ბავშვების სიცოცხლისთვის!

სოლიდარობის ფონდი

საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა, როგორც საზოგადოების, საჯარო და კერძო სექტორის მხრიდან ქველმოქმედებისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.

 

სწორედ საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსის მობილიზებით ჩვენ ერთად უკვე შევძელით ასობით მძიმე სენით დაავადებული ბავშვისა და ოჯახის დახმარება.

 

2014 წლის 1 ივნისიდან დღემდე ფონდმა სიმსივნით დაავადებული 530 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ – გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ს კლინიკებში. ფონდში მობილიზებული თანხის 100% ხმარდება მხოლოდ ბენეფიციარების მკურნალობას.