თვენ მიერ ფონდში გადმორიცხული თანხა

1
პროექტის შესახებფონდის შესახებ

თვენ მიერ ფონდში გადმორიცხული თანხა

1
პროექტის შესახებფონდის შესახებ

#გავერთიანდეთ

კომპანია გალფი უპრეცედენტო და მასშტაბურ კამპანიას გთავაზობთ! Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოხმარდება.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია საწვავის შეძენის დროს გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. თუ ჯერ არ ხარ კლუბის წევრი, შეუკვეთე ბარათი ონლაინ: https://goo.gl/EkyzXP

გავერთიანდეთ ბავშვების სიცოცხლისთვის!

სოლიდარობის ფონდი

საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა, როგორც საზოგადოების, საჯარო და კერძო სექტორის მხრიდან ქველმოქმედებისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.

 

სწორედ საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსის მობილიზებით ჩვენ ერთად უკვე შევძელით ასობით მძიმე სენით დაავადებული ბავშვისა და ოჯახის დახმარება.

 

2014 წლის 1 ივნისიდან დღემდე ( 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მონაცემებით) ფონდმა სიმსივნით დაავადებული 470 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ – გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ს კლინიკებში. ფონდში მობილიზებული თანხის 100% ხმარდება მხოლოდ ბენეფიციარების მკურნალობას.